Monday, June 10, 2019

მათემატიკის მუზეუმი



მათემტიკის მუზეუმი გაიხსნა 2008 წელს,ქალაქ ნიუ-იორკში. მუზეუმში თავმყორილია მათემატიკური ხელსაწყოები, სათამაშოები, პაზლები, გეომეტრიული ფიგურები და ზედაპირები და მრავლი სხვა.
ვფიქრობ ამ მუზეუმის ერთხელ ნახვაც კი შეაყვარებს ადამიანს მათემატიკას. 

ცნობილი ქართველი მათემატიკოსები

მათემატიკა ერთერთი უძველესი მეცნიერებაა.საქართველოში მათემატიკური კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისთანავე (1918 წელი) დაიწყო. ქართველი მათემატიკოსების პირველ თაობას განეკუთნებოდნენ: ანდრია რაზმაძენიკოლოზ მუსხელიშვილიარჩილ ხარაძე და გიორგი ნიკოლაძე.დღეს საქართველოში მოქმედებს რამდენიმე მათემატიკური კვლევითი დაწესებულება, მათ შორის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკური კვლევა მიმდინარეობს ასევე ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ მათემატიკოსს სერგო თოფურიას.

                                                                    გიორგი ნიკოლაძე

ნიკო მუსხელიშვილი

არჩილ ხარაძე

სერგო თოფურია



შეკითხვა მათემატიკა-გეომეტრიაზე

რა არის ჰუმანური პედაგოგიკა? რა არის სკოლა? ვინ არს მასწავლებელი?



მასწავლებლის ათი მცნება 💗

1. შეიყვარე. თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. გაამარტივე. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.
3. შეუპოვარი იყავი. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.
4. ასწავლე. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.
5. იყავი გულანთებული. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.
6. გააცოცხლე გაკვეთილი. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.
7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე. რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.
9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე  და ნახე, სუფთაა თუ არა.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.