კონფერენცია


     ,,სინათლე   ჩვენს   ფანჯრებში                    რამდენიმე   დღის  წინ  ბოსტანის   საჯარო   სკოლაში  მზის   სხივებმა   სხვაგვარად შემოანათა  და  გაზაფხულის  დადგომა  გვაუწყა.  რასაც  თან   მოჰყვა   ,,სინათლე    ჩვენს   ფანჯრებში“.  ბოლო  რამდენიმე  კვირაა ,  ჩვენ, მოსწავლეები,  მათემატიკის მასწავლებელთან   ერთად    აქტიურად    ვმუშაობდით    პროექტზე,  ,,სინათლე   ჩვენს   ფანჯრებში“,      რომელმაც   საბოლოო  სახე    მალე    მიიღო   და     გაზაფხულის   დადგომასთან  ერთად,    საზოგადოებას   (მასწავლებლები,  მოსწავლეები და  მშობლები) გავაცანით.   ჯერ  იყო,    მასწავლებელთან  ერთად   დაუღალავი  მუშაობა  და  ინტერესი   საქმისადმი,   მერე  კი  ემოციები,   რომლებიც  გვიყვებოდნენ,   რომ  ყველაფერმა    კარგად   ჩაიარა.   მიუხედავად   იმისა, რომ   სკოლა  მცირე  კონტიგენტიანია, ასეთ  ღონისძიებებს  არ  ვართ  მოკლებული,  სხვადასხვა  საგნებში.  ღონისძიება   სამი    ნაწილისაგან   შედგებოდა:                                                                                                                                                1.  მსოფლიოს  უდიდესი  მეცნიერის,  ფიზიკოსისა  და  მათემატიკოსის,  ალბერტ   აინშტაინის  ბიოგრაფია.                                                                                                                         2  .  პროექტის   ,,სინათლე ჩვენს  ფანჯრებში“    პრეზენტაცია.                                                  3.  მათემატიკური   ვიქტორინა.                                                                                                        ღონისძიებაში    მონაწილეობას   იღებდა    V-VIII   კლასის     5    მოსწავლე,   რომლებმაც    რიგ-რიგობით   გავაცანით   აუდიტორიას   აინშტაინის   ბიოგრაფია  და   მოგონებები.    განვიხილეთ  აგრეთვე    მისი  რამდენიმე   მნიშვნელოვანი   ბრძნული   გამონათქვამები.   Pover   point-ში    ვნახეთ  აინშტაინის     სურათები.                                           ღონისძიების   მეორე   ნაწილი,  ბევრად   შემოქმედებითი   იყო,   სადაც   განხილული   იყო   პრაქტიკული ამოცანა    ,,სინათლე    ჩვენს   ფანჯრებში“.   ჩვენს  მიერ    დაწერილი და  გაფორმებული   კედლის  გაზეთი    ,,ყველაფერი    რიცხვებზე“  და    ნახატები,    რომლებიც   თითოეულმა   მოსწავლემ      თვითონ   დახატა   და   გააერთიანა   ერთი   იდეის  ქვეშ    ,,მზე   სიცოხლის    წყაროა“.    ამ   რთულ  გარემომცველ   სამყაროში   მოსწავლეებს   გვჭირდება  ამგვარ  პროექტებზე   მუშაობა,   რადგან   ამით   სხვადასხვა   ადამიანებთან   მუშაობას, აზრების    გაზიარებასა   და  სიახლეებს    ვსწავლობთ.  წიგნებში  ყველაფერი   მხოლოდ   ვერბალურად   ისწავლება  ამიტომ   ჩვენთვის   ძალიან   ეფექტურია    საკითხების   პრაქტიკულად   განხილვა,   რადგან   ყველაფერი    ეს   პრაქტიკულ   საქმიანობას,      ცხოვრების        ყოველდღიურობას    უკავშირდება.  ჩვენც   შეძლებისდაგვარად   მზად   ვართ   გავიხსენოთ,   ვიფიქროთ,   ანალიზი   გავუკეთოთ   და    გამოვიტანოთ   შესაბამისი  დასკვნები.   პედაგოგთან   ერთობლივი   მუშაობით     დასახული    ამოცანები    შევასრულეთ    და    მიზანს    მივაღწიეთ.     ვთვლი,   რომ   ეს  დღე   დიდხანს    დარჩება    ჩვენს   გულებში   და   თითოეული    საკითხი,   რაზეც    პროექტის    ფარგლებში     ვისაუბრეთ   არასდროს   დაგვავიწყდება.                                        პროექტის   პრეზენტაცია,    პრაქტიკული    ამოცანის   განხილვით   დავიწყე.    ამოცანა შეეხება   ოთახის   ბუნებრივ   განათებას.     VII   კლასის   მათემატიკის    წიგნში  (  ავტ.   გოგიშვილი,  ვეფხვაძე ,  …   გვ.  177. )   განხილულია    ამოცანა,    რომლის   შინაარსი   ასეთია:   ,,მზის    შუქით    საკლასო      ოთახის      კარგი       განათებისათვის    მიზანშეწონილია,     რომ       ფანჯრების       ფართობების    შეფარდება    საკლასო    ოთახის    იატაკის   ფართობთან    0,2-ზე     ნაკლები    არ   იყოს“.    მასწავლებელთან  ერთად    გადავწყვიტეთ, ამ     მონაცემების   სიზუსტის   გამოკვლევა. ინტერნეტში  მოვიძიეთ    მონაცემები,   რომლის   საფუძველზე    დავადგინეთ,    რომ      ოთახის                 ფორმასაც   დიდი    მნიშვნელობა   აქვს.    თუ    ფანჯრის    მოპირდაპირე   კედელი    შორსააა,   განათება   მცირდება.ნორმის   დადგენაში   აქაც    შეფარდება   გვეხმარება.     საბოლოოდ      დავადგინეთ:                                                                                                                                           1.  ოთახის   ფართობის    შეფარდება   ფანჯრების    ფართობთან,  ნაკლებია   ან  ტოლი    5-ზე.                                                                                                                                              2.   მანძილი   ფანჯრის    სიბრტყიდან,   მოპირდაპირე    კედლამდე,    შეფარდებული  მანძილზე,   ფანჯრის   ზედა   კიდიდან    იატაკამდე,   ნაკლებია   ან   ტოლი   2-ზე.      კვლევის     მიზანი   იყო:                                                                                          1. დაგვედგინა    შეესაბამებოდა   თუ   არა    ჩვენი    საკლასო   ოთახების  ბუნებრივი   განათება     ნორმით   გათვალისწინებულს.                                                                                                 2.დაგვედგინა   შეესაბამებოდა    თუ   არა   ჩვენი   სამეცადინო    ოთახების      განათება     ნორმით   გათვალისწინებულს.                                                                                                                       3.  მიღებული   შედეგები     უნდა   წარგვედგინა   დამსწრე    საზოგადოებისათვის.        მიზნის        მისაღწევად      დავისახეთ       სხვადასხვა       სახის        ამოცანების    შესრულება.   ჩაგვეტარებია     შესაბამისი   გაზომვები,   გამოგვეთვალა   შეფარდებები.  ბუნებრივი   განათების     მნიშვნელობის   და   მზის   სისტემის    შესახებ  ინტერნეტში,  წიგნებში   მოგვეძია    ინფორმაციები.                                                  ,,ბუნებრივი     განათების   ბიოლოგიური  მნიშვნელობა,    ყველა   ცოცხალი    ორგანიზმისთვის      დიდია,  პირველ რიგში   იგი  საჭიროა   სიცოცხლისთვის.    დიდი   რაოდენობით   ბუნებრივი   განათება   ანადგურებს  მიკრობებს   ჩვენს  სხეულზე.  ბუნებრივი   განათება   რომ   არა,  შეუძლებელი   იქნებოდა    დედამიწაზე   ცხოვრება.  ვერც    მცენარეები    იარსებებდნენ,    რადგან    ბუნებრივი    განათება     მათ    ფოტოსინთეზის    გამოყოფაში   ეხმარებათ.     ცუდი      განათება        მხედველობაზე   უარყოფითად    მოქმედებს.      მზის     სხივების   ზემოქმედებით  ადამიანის    ორგანიზმში   გამომუშავდება   ვიტამინი  D,   რისი   ნაკლებობაც    იწვევს   დაავადებებს.   ,,ჰაერწვეთოვანი”   გზით   გადამდები   ვირუსებისა    და   მიკრობების   უმეტესობა   მზის   სხივების    ზემოქმედების   შედეგად   კვდება.    ინფექციებთან    ბრძოლის    ერთ-ერთი   მეთოდია ,   მზე   და    ჰაერი.                                    ადამიანმა   უძველეს   ეპოქაში  იგრძნო   მზის   განსაკუთრებული   ძალა.   ყველა   ძველი   ცივილიზაცია   აღმერთებდა,   თაყვანს   სცემდა    მზეს.    გადიოდა    საუკუნეები    და  მნათობისადმი  ბრმა   მორჩილება      მისი   შეცნობის    სურვილით   იცვლებოდა. დღეს   უკვე   ვიცით,   რომ   მზე     გიგანტური     სფეროა,   რომლის    წიაღში    უზარმაზარ     ტემპერატურაზე      თერმობირთვული        რეაქციები    მიმდინარეობს.      მეცნიერები    შეისწავლიან    მზის     11-12    წლიან        ციკლს,     რომელიც     მოიცავს   მზის    აქტივობის       4      ფაზას:      მატებას,        მაქსიმუმს,   დაქვეთებას  და  მინინუმს.   მზის   სისტემა    კოსმოსის  ის  ნაწილია,      რომელსაც   დედამიწა   ეკუთვნის.  მის  ცენტრში   მდებარეობს   მზე,    ჩვენი      ვარსკვლავი,    რომლის   მასაც  მზის   სიტემის    მთლიანი   მასის   99,9    პროცენტს    შეადგენს.   მზის    გარშემო     მოძრაობენ    შემდეგი     პლანეტები:   მერკური,   ვენერა,    დედამიწა,  მარსი,     იუპიტერი,   სატურნი,   ურანი,     ნეპტუნი.      პლანეტები      მზის       გარშემო,    ე.წ.   ორბიტაზე       მოძრაობენ   და     ამავე    დროს    საკუთარი    ღერძის      გარშემოც    ბრუნავენ.   ოთხი    შიდა   პლანეტა     წვისა     და       ლითონებისაგან    შედგება,    ხოლო    გარე   პლანეტები   გაზის   ან     სითხის   სფეროებია. გამონაკლისია    პლუტონი,    ყინულისაგან     შემდგარი   პლანეტა,   რომელიც   მზისგან    მილიარდი  კილომეტრითაა   დაშორებული.  უახლოესი    ვარსკვლავი    მასზე    7000-ჯერ   უფრო   შორსაა.   მზის    ზედაპირულ    ფენაში,    რომელსაც    ფოტოსფერო     ჰქვია,   ტემპერატურა   6000   გრადუსს  აღწევს.     ჩვენი   მზე      დაახლოებით   5   მილიარდი    წლის    წინათ   გაჩნდა.   მეცნიერების     ვარაუდით ,   დღეს    იგი   სიცოცხლის   შუა   გზაზეა. მანძილი   დედამიწიდან   მზემდე   150   მილიონი   კილომეტრია. მზის   სხივი   ამ   მანძილის   დაფარვას    8   წუთს     ანდომებს.  როდესაც   მზე    ახალგაზრდა    იყო,   იგი    20-ჯერ   უფრო   დიდი    და   100-ჯერ   უფრო   ნათელი   იყო,   ვიდრე   ახლა.           ამ    მოკლე   ინფორმაციის    მიმოხილვის     შემდეგ,     პროექტში   მონაწილე   მოსწავლეები   გადავედით  პრაქტიკულ   საქმიანობაზე.  კერძოდ,  ჩვენ    გამოვიყენეთ    სტატისტიკის   საკითხები.  კვლევისათვის,  როგორც    ზემოთ   მოგახსენეთ,      ჯერ   შევაგროვეთ     მონაცემები,       ჩვენი   საკლასო   ოთახის    ზომების,       ფანჯრის     ზომების, დავხაზეთ    ცხრილი, ჩავწერეთ    მონაცემები    და      გამოვიანგარიშეთ   შეფარდებები,  (დანართი   1.)   მაგრამ   უფრო   თვალსაჩინო    სახე    რომ   მიგვეცა    კვლევისათვის  Power    Point-ში      ავაგეთ   სვეტოვანი   დიაგრამები.  (დანართი   2.) ყველას     ძალიან გვიხაროდა   ჩვენი    ოთახების     მონაცემების   ჩაწერა    სვეტოვანი    დიაგრამების     შესაბამის   ცხრილში. სტატისტიკის   საკითხები   მათემატიკის    გაკვეთილებზე   კარგად   გვაქვს   შესწავლილი.   ხუთივე   მოსწავლის    შესრულებული   საქმიანობა,  მასწავლებელმა    20-20   პროცენტად   შეგვიფასა,  რაზეც   ძალიან    ვიხალისეთ   და   აქაც  ავაგეთ   დიაგრამა   ოღონდ   რათქმა   უნდა   წრიული.  სვეტოვანი   დიაგრამის   საშუალებით გამოვიტანეთ   დასკვნა.    ზოგი   მონაცემები   კარგად  შეესაბამებოდა     ბუნებრივი   განათების   მონაცემებს,   ზოგი   არა .    კარგი   იქნება,   თუ     შენობების    აშენების   დროს,   გათვალისწინებული   იქნება    ის,    რომ    ოთახში     ბუნებრივი      განათება      უნდა      შეესაბამებოდეს    სტანდარტებს.                                                                                                                                             ღონისძიების   მესამე   ნაწილში,  მატემატიკური  ვიქტორინა,   მთლიანად   აუდიტორია   ჩაერთო.   თითქმის   ყველა   ამოცანა    ამოიხსნა    დარბაზის   დახმარებით.   ამოცანების   ამოხსნის   დროს  ძალიან   ვიხალისეთ.   დასასრულს  მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა  და  მშობლებმა   გამოთქვეს   თავიანთი   აზრები   და   შთაბეჭდილებები.   რაც,   შემეხება   მე   ძალიან   მომეწონა,  რადგან   მიყვარს  ერთად     მუშაობის  პროცესი,  ამ დროს   ხდება   აზრების   გაზიარება,    ვითარდება   კომუნიკაციის   უნარი..ასევე  მიყვარს   კომპიუტერის   დახმარებით      გაკეთებული   პრეზენტაცია.  საბოლოოდ  ვიტყვი   იმას,    რომ    მე   მჯერა     ჩვენ   ალბათ   მომავალშიც    გავაკეთებთ    მსგავს    ღონისძიებებს.    მიღებული   ცოდნა    არასდროს   დამავ იწყდება  და   საჭიროების    შემთხვევაში   გამოვიყენებ.

No comments:

Post a Comment