სამოდელო გაკვეთილის გეგმა
VII კლასი
VII კლასი
მასწავლებლის სახელი გვარი: -რუსუდან ჯოხაძე საგანი------------ მათემატიკა სწავლების საფეხური/კლასი: VII მოსწავლეთა რაოდენობა: 1 გაკვეთილის ტიპი- ინტეგრირებული თემა: ღერძულისიმეტრია გაკვეთილის მიზანი: ა) ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმეტრიის როლის გააზრება.
ბ) ღერძული სიმეტრიის გააზრება და მისი მნიშვნელობა გეომეტრიული ფიგურების თვისებების შესწავლაში.
გ) ღერძული სიმეტრიის აღქმის უნარის გაღრმავება.
ესგ-ის მიხედვით მათემატიკის სტანდარტით განსაზღვრული სასწ. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები.
VII.11.
ახდენს გეომეტრიულ
გარდაქმნებს, იყენებს მათ
ფიგურათა თვისებების
დასადგენად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) გარემომცველ ობიექტებს
შორის მოიძიებს სიმეტრიულ
ობიექტებს. ბ) ხაზავს ბრტყელი
ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული
სიმეტრიის ღერძის მიმართ.
გ) უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ ღერძებს; ახდენს
სიმეტრიულობის დემონსტრირებას ; იყენებს ფიგურის სიმეტრიულობას ფიგურის თვისების დასადგენად. VII.12. იყენებს კოორდინატების მეთოდს ორიენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე: ასახელებს საკოორდინატო ღერძების
მიმართ მოცემული
წერტილის ღერძულად სიმეტრიული
წერტილის კოორდინატებს.
ესგ-ს მიხედვით ხელოვნების
სტანდარტით განსაზღვრული მიმართულება: მოსწავლემ უნდა შეძლოს: ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზი (მხატვრულ გამომსახველობითი ხერხები, ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა, დარგი, ჟანრი, ავტორი) და სხვ.
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია VII კლასი 29 მაისს ჩავატარე მათემატიკის გაკვეთილი მე-7 კლასში. გაკვეთილი დაიწყო მშვიდ გარემოში. კარგი განწყობით. მივესალმე მოსწავლეს, ორგანიზაციული საკითხების დასრულების შემდეგ მას გავაცანი: გაკვეთილის თემა, მიზანი და ესგ-ის მისაღწევი შედეგები მათემატიკასა და ხელოვნებაში, რომლებიც Power Pointi-ს სლაიდებზე მქონდა განთავსებული. თემა: ღერძული სიმეტრია. მიზანი: ა) ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმეტრიის როლის გააზრება. ბ) ღერძული სიმეტრიის გააზრება და მისი მნიშვნელობა გეომეტრიული ფიგურების თვისებების შესწავლაში. გ) ღერძული სიმეტრიის აღქმის უნარის განვითარება. მოსწავლეს გავაცანი ესგ-ის მიხედვით მათემატიკის და ხელოვნების სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, ინდივიდუალური მუშაობის და საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები, თვითშეფასების რუბრიკები. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა გაკვეთილის გეგმის მიხედვით. თავდაპირველად, საშინაო დავალება შევამოწმე. ამის შემდეგ მოსწავლეს, კარგი განწყობა და ინტერესი შევუქმენი თემასთან და მიზანთან დაკავშირებით. რადგან, მოსწავლის პიროვნებას და შესაძლებლობებს ვიცნობდი , ამიტომ საგაკვეთილო ურთიერთობები ამის მიხედვით ავაგე. დაგეგმილმა აქტივობებმა, სათანადო შედეგი გამოიღო, რის გამო გაკვეთილის ბოლოს მან შეძლო ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება. გაკვეთილის მოლოდინმა გაამართლა. აქტივობები ძირითადად გაკვეთილის მიზანს შეესაბამებოდა. კარგად გამოჩნდა გამოყენებული თითოეული მეთოდის ეფექტურობა და მნიშვნელობა, კერძოდ: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლემ გაიხსენა რას ეწოდება სიმეტრიული წერტილები, ღერძული სიმეტრია, საკოორდინატო სიბრტყე, წერტილის კოორდინატები. ყოველივე ამან, ხელი შეუწყო მასში მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარებას. შემდეგ გადავედი ახალ აქტივობაზე, Power Pointi-ს სლაიდების დახმარებით გავაკეთე პრეზენტაცია ღერძულ სიმეტრიაზე. მოსწავლეს კიდევ ერთხელ შევახსენე, სიმეტრიის სიტყვის მნიშვნელობა. განვიხილეთ სიმეტრიის ნიმუშები ბუნებასა და ხელოვნებაში, არქიტექტურაში, რიცხვების ნამრავლსა და პოეზიაში და ა. შ. მოვახდინე აღნიშნული თემის გაშლა, მან შეძლო სლაიდზე მოთავსებული კონკრეტული ფიგურების სიმეტრიის ღერძების რაოდენობის დასახელება. ვიზუალური მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში ვიზუალურ - მხატვრული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, ააქტიურებს ყურადღებას და შემეცნების უნარს. ზრდის მოტივაციას. ამის შემდეგ ინტერნეტის დახმარებით, ,,ხანის აკადემიის“ პროგრამით მოსწავლემ რიგ-რიგობით შეასრულა ერთის მხრივ, ნებისმიერი ფიგურის სიმეტრიის ღერძის აგება, მეორეს მხრივ, დაასრულა ფიგურის ნახაზი, როცა წინასწარ მოცემული იყო სიმეტრიის ღერძი. ყოველივე ამან, გაკვეთილი აქტიური, მრავალფეროვანი და ხალისიანი გახადა, ამასთანავე მასალაში ჩაღრმავებას შეუწყო ხელი. აღნიშნული აქტივობა შეესაბამებოდა ესგ-ის მიხედვით მათემატიკის სტანდარტს VII.11. გაკვეთილის ძირითადი ფაზა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლესთან ერთად განვიხილე დიაგრამა ფორმატზე, რომელზეც დახაზული იყო საკოორდინატო სიბრტყე და მასზე სიმეტრიული ფორმის ყვავილი. მოსწავლემ დაასახელა ყვავილის იმ ნაწილის წერტილების კოორდინატები, რომლებიც მეორე მეოთხედშია. ამის შემდეგ მას მიეცა დავალება. დაესახელებინა ორივე ღერძის მიმართ მოცემული წერტილების სიმეტრიული წერტილების კოორდინატები და აღმოეჩინა კანონზომიერება წერტილის კოორდინატებსა და ღერძებს შორის ღერძული სიმეტრიის დროს. მოსწავლემ მუშაობა წარმართა მიზნის შესაბამისად. უკვე ჩატარებული აქტივობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეს ადვილად შეესრულებინა დავალება. საბოლოოდ მოცემული წერტილის კოორდინატები სწორად იქნა დასახელებული, კანონზომიერება კი ნაწილობრივ იქნა დადგენილი. ჩემი დახმარებით საკითხი სრულყოფილად იქნა გაანალიზებული. დიაგრამაზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეს, ყურადღების კონცენტრაციაში, ინფორმაციის შეკრებასა და დაჯგუფებაში. მას განუვითარდა ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა. მოხდა თემის უკეთ გააზრება. გამოვყოფდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას, რამაც უზრუნველყო მოსწავლის საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. ჩემი გაკვეთილის ძლიერ მხარედ მივიჩნევ ინტერნეტის გამოყენებას კომპიუტერის საშუალებით, როგორც ,,ხანის აკადემიას“ ისე Geogebra-ს პროგრამას. ამ უკანასკნელის დახმარებით მოსწავლემ, რიგ-რიგობით შეასრულა შემდეგი სახის დავალება: რამდენიმე წერტილის კოორდინატების დასახელების საფუძველზე აგებდა გეომეტრიულ ფიგურას, ხოლო შემდეგ კი მოცემული ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას ორივე ღერძის მიმართ და ასახელებდა მიღებული ფიგურის წვეროების კოორდინატებს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ღერძის წერტილების სიმეტრიულ წერტილებზე. მისთვის ესეც, ნათლად გასაგები იყო. ესგ-ის მიხედვით, მათემატიკის სტანდარტი VII.12. მიღწეული იქნა. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, მოსწავლეს აქტიურად ჩართავს პროცესში, პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს. როგორც კითხვები, ისე ნახაზების შესრულება დავიწყე მარტივიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ გადადიოდა რთულზე. გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა. საბოლოოდ, მე შევძელი, საკმაოდ საინტერესო საკითხი ,,ღერძული სიმეტრია“, აღნიშნული აქტივობებით, მიმეტანა მოსწავლემდე. გზადაგზა მოსწავლეს ვაძლევდი უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას. გაკვეთილის ბოლოს შევაფასე მოსწავლე შეფასების რუბრიკების საშუალებით. მივეცი მას საშინაო დავალება შესაბამისი ინსტრუქციით. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში გავითვალისწინებდი ამ გაკვეთილის გამოცდილებას. გამოვყოფდი მხოლოდ ასეთ შენიშვნას: გაკვეთილის მსვლელობისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი მოსწავლის განმავითარებელ შეფასებას. აქტივობების დროს, დროის ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევას, რაც სრულფასოვნებას შესძენდა ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს.
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
N
|
აქტივობის აღწერა
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
1
|
კლასის ორგანიზება. 2წთ. 2წთ.
მოსწავლეს მივესალმები, გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს,რომლებიც სლაიდზე მაქვს
დაწერილი Power Point-ში. მას შევახსენებ
აგრეთვე განმსაზღვრელი
შეფასების, ინდივიდუალური და თვითშეფასების რუბრიკებს,
რომლებიც კედელზე არის გაკრული.
|
განაწყობს მოსწავლეს აქტიური
მოსმენისათვის, გაუღვივებს დაინტერესებას საკითხისადმი.
|
2
|
საშინაო დავალების შემოწმება. 2წთ. 2წთ
შევამოწმებ საშინაო
დავალებას.მოსწავლესთან ერთად
იმ სავარჯიშოებს ამოვხსნი რომლებიც
მან ვერ ამოხსნა
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).მათი განხილვა-გაანალიზება.
|
სხვადსხვა ტიპის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს, ჩამოუყალიბდება ცოდნის გამოყენების უნარი.
|
3
|
წინარე ცოდნის გააქტიურება. 4წთ. 4წთ მოსწავლეს დავუსვამ კითხვებს ღერძული
სიმეტრიის შესახებ. ის გაიხსენებს რა
არის ღერძული სიმეტრია და როგორ წერტილებს ეწოდება სიმეტრიული
წერტილები. მან უნდა
დაასახელოს, როგორც
გეომეტრიული ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი სიმეტრიული ფიგურები, როგორც ბუნებაში ისე ხელოვნებაში.
|
კითხვების საშუალებით
მოხდება გავლილი
მასალის განმეორება-განმტკიცება ღერძული
სიმეტრიის შესახებ.
|
4
|
ძირითადი ფაზა. 17წთ. 17წთ.
თავდაპირველად Power Point-ის სლაიდების დახმარებით გავაკეთებ პრეზენტაციას. განვსაზღვრავთ სიმეტრიის
სიტყვის მნიშვნელობას, განვიხილავთ სიმეტრიის ნიმუშებს ბუნებასა და ხელოვნებაში. ვისაუბრებ სილამაზისთვის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიმეტრიას ხელოვნებაში. მოხდება აღნიშნული თემის გაშლა, ჩავრთავ
ინტერნეტს, ,,ხანის აკადემიას” და მოსწავლე
დაასახელებს კონკრეტული ფიგურების სიმეტრიის ღერძების რაოდენობას. ამოხსნის ტესტებს, გეომეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძის აგებაზე. ამის შემდეგ ახალი გაკვეთილის ძირითად ნაწილს განვიხილავთ. მოსწავლე ფერად ფურცლებს, რომლებზეც აწერია წერტილის კოორდინატები, განათავსებს დიდი ფორმატის ქაღალდზე მოცემულ დიაგრამაზე. ამასთან ერთად მიეცემა დავალება: დაასახელოს ორივე ღერძების
მიმართ მოცემული
წერტილების სიმეტრიული წერტილები ( მისი არსებობის შემთხვევაში). საბოლოოდ უნდა გააკეთოს დასკვნა ანუ აღმოაჩინოს კანონზომიერება, სიმეტრიული წერტილის
კოორდინატებსა და ღერძებს შორის.
|
ღერძული სიმეტრიის განხილვის დროს, მოსწავლე მომზადდება იმ კანონზომიერების დადგენისთვის,
რაც სიმეტრიული წერტილების
კოორდინატებსა და ღერძებს შორის ხდება. მან უნდა
შეძლოს სიმეტრიული წერტილებისა
და სიმეტრიული ფიგურების აგება, კოორდინატების მიხედვით.
|
+5
|
ახალი მასალის
განმტკიცება 13წთ. 15წთ.
მოსწავლე კომპიუტერში
ინტერნეტის დახმარებით ,Geogebra-ს პროგრამაში ააგებს მოცემული წერტილებისა და ფიგურების,
სიმეტრიულ წერტილებსა და ფიგურებს ორივე ღერძის მიმართ.განიხილავს აგრეთვე
ორივე ღერძის
წერტილების სიმეტრიულობის კანონზომიერებას. ამოვხსნით სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან.
|
|
6
|
შეფასება 3წთ.
|
შეფასებას მოვახდენ რუბრიკების საშუალებით.გამოვიყენებ ინდივიდუალური მუშაობის, აგრეთვე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება შედეგების
მიღწევის ხარისხი.
|
7
|
საშინაო დავალება 2წთ.
|
მოსწავლეს მივცემ საშინაო დავალებას ინსტრუქციის საფუძველზე.
|
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია VII კლასი 29 მაისს ჩავატარე მათემატიკის გაკვეთილი მე-7 კლასში. გაკვეთილი დაიწყო მშვიდ გარემოში. კარგი განწყობით. მივესალმე მოსწავლეს, ორგანიზაციული საკითხების დასრულების შემდეგ მას გავაცანი: გაკვეთილის თემა, მიზანი და ესგ-ის მისაღწევი შედეგები მათემატიკასა და ხელოვნებაში, რომლებიც Power Pointi-ს სლაიდებზე მქონდა განთავსებული. თემა: ღერძული სიმეტრია. მიზანი: ა) ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმეტრიის როლის გააზრება. ბ) ღერძული სიმეტრიის გააზრება და მისი მნიშვნელობა გეომეტრიული ფიგურების თვისებების შესწავლაში. გ) ღერძული სიმეტრიის აღქმის უნარის განვითარება. მოსწავლეს გავაცანი ესგ-ის მიხედვით მათემატიკის და ხელოვნების სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, ინდივიდუალური მუშაობის და საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები, თვითშეფასების რუბრიკები. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა გაკვეთილის გეგმის მიხედვით. თავდაპირველად, საშინაო დავალება შევამოწმე. ამის შემდეგ მოსწავლეს, კარგი განწყობა და ინტერესი შევუქმენი თემასთან და მიზანთან დაკავშირებით. რადგან, მოსწავლის პიროვნებას და შესაძლებლობებს ვიცნობდი , ამიტომ საგაკვეთილო ურთიერთობები ამის მიხედვით ავაგე. დაგეგმილმა აქტივობებმა, სათანადო შედეგი გამოიღო, რის გამო გაკვეთილის ბოლოს მან შეძლო ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება. გაკვეთილის მოლოდინმა გაამართლა. აქტივობები ძირითადად გაკვეთილის მიზანს შეესაბამებოდა. კარგად გამოჩნდა გამოყენებული თითოეული მეთოდის ეფექტურობა და მნიშვნელობა, კერძოდ: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლემ გაიხსენა რას ეწოდება სიმეტრიული წერტილები, ღერძული სიმეტრია, საკოორდინატო სიბრტყე, წერტილის კოორდინატები. ყოველივე ამან, ხელი შეუწყო მასში მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარებას. შემდეგ გადავედი ახალ აქტივობაზე, Power Pointi-ს სლაიდების დახმარებით გავაკეთე პრეზენტაცია ღერძულ სიმეტრიაზე. მოსწავლეს კიდევ ერთხელ შევახსენე, სიმეტრიის სიტყვის მნიშვნელობა. განვიხილეთ სიმეტრიის ნიმუშები ბუნებასა და ხელოვნებაში, არქიტექტურაში, რიცხვების ნამრავლსა და პოეზიაში და ა. შ. მოვახდინე აღნიშნული თემის გაშლა, მან შეძლო სლაიდზე მოთავსებული კონკრეტული ფიგურების სიმეტრიის ღერძების რაოდენობის დასახელება. ვიზუალური მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში ვიზუალურ - მხატვრული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, ააქტიურებს ყურადღებას და შემეცნების უნარს. ზრდის მოტივაციას. ამის შემდეგ ინტერნეტის დახმარებით, ,,ხანის აკადემიის“ პროგრამით მოსწავლემ რიგ-რიგობით შეასრულა ერთის მხრივ, ნებისმიერი ფიგურის სიმეტრიის ღერძის აგება, მეორეს მხრივ, დაასრულა ფიგურის ნახაზი, როცა წინასწარ მოცემული იყო სიმეტრიის ღერძი. ყოველივე ამან, გაკვეთილი აქტიური, მრავალფეროვანი და ხალისიანი გახადა, ამასთანავე მასალაში ჩაღრმავებას შეუწყო ხელი. აღნიშნული აქტივობა შეესაბამებოდა ესგ-ის მიხედვით მათემატიკის სტანდარტს VII.11. გაკვეთილის ძირითადი ფაზა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლესთან ერთად განვიხილე დიაგრამა ფორმატზე, რომელზეც დახაზული იყო საკოორდინატო სიბრტყე და მასზე სიმეტრიული ფორმის ყვავილი. მოსწავლემ დაასახელა ყვავილის იმ ნაწილის წერტილების კოორდინატები, რომლებიც მეორე მეოთხედშია. ამის შემდეგ მას მიეცა დავალება. დაესახელებინა ორივე ღერძის მიმართ მოცემული წერტილების სიმეტრიული წერტილების კოორდინატები და აღმოეჩინა კანონზომიერება წერტილის კოორდინატებსა და ღერძებს შორის ღერძული სიმეტრიის დროს. მოსწავლემ მუშაობა წარმართა მიზნის შესაბამისად. უკვე ჩატარებული აქტივობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეს ადვილად შეესრულებინა დავალება. საბოლოოდ მოცემული წერტილის კოორდინატები სწორად იქნა დასახელებული, კანონზომიერება კი ნაწილობრივ იქნა დადგენილი. ჩემი დახმარებით საკითხი სრულყოფილად იქნა გაანალიზებული. დიაგრამაზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეს, ყურადღების კონცენტრაციაში, ინფორმაციის შეკრებასა და დაჯგუფებაში. მას განუვითარდა ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა. მოხდა თემის უკეთ გააზრება. გამოვყოფდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას, რამაც უზრუნველყო მოსწავლის საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. ჩემი გაკვეთილის ძლიერ მხარედ მივიჩნევ ინტერნეტის გამოყენებას კომპიუტერის საშუალებით, როგორც ,,ხანის აკადემიას“ ისე Geogebra-ს პროგრამას. ამ უკანასკნელის დახმარებით მოსწავლემ, რიგ-რიგობით შეასრულა შემდეგი სახის დავალება: რამდენიმე წერტილის კოორდინატების დასახელების საფუძველზე აგებდა გეომეტრიულ ფიგურას, ხოლო შემდეგ კი მოცემული ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას ორივე ღერძის მიმართ და ასახელებდა მიღებული ფიგურის წვეროების კოორდინატებს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ღერძის წერტილების სიმეტრიულ წერტილებზე. მისთვის ესეც, ნათლად გასაგები იყო. ესგ-ის მიხედვით, მათემატიკის სტანდარტი VII.12. მიღწეული იქნა. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, მოსწავლეს აქტიურად ჩართავს პროცესში, პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს. როგორც კითხვები, ისე ნახაზების შესრულება დავიწყე მარტივიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ გადადიოდა რთულზე. გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა. საბოლოოდ, მე შევძელი, საკმაოდ საინტერესო საკითხი ,,ღერძული სიმეტრია“, აღნიშნული აქტივობებით, მიმეტანა მოსწავლემდე. გზადაგზა მოსწავლეს ვაძლევდი უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას. გაკვეთილის ბოლოს შევაფასე მოსწავლე შეფასების რუბრიკების საშუალებით. მივეცი მას საშინაო დავალება შესაბამისი ინსტრუქციით. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში გავითვალისწინებდი ამ გაკვეთილის გამოცდილებას. გამოვყოფდი მხოლოდ ასეთ შენიშვნას: გაკვეთილის მსვლელობისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი მოსწავლის განმავითარებელ შეფასებას. აქტივობების დროს, დროის ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევას, რაც სრულფასოვნებას შესძენდა ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს.
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
VIII კლასი
VIII კლასი
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი
ნომერი: რუსუდან ჯოხაძე
04001010863 საგანი: მატემატიკა მოსწავლის საფეხური/ კლასი: VIII მოსწავლეთა რაოენობა: 3 გაკვეთილის
ტიპი: ინოვაციური
თემა:
გეომეტრიული ფიგურის ფართობი (პრაქტიკული
ამოცანის განხილვა). გაკვეთილის მიზანი: ფართობის ცნების
შინაარსის განხილვა და ფართობის შესახებ
ცოდნის გამოყენება სხვა
დისციპლინებში ფიზიკაში,
გეოგრაფიაში, ისტორიაში...) ან პრაქტიკული სამუშაოს
შესრულებისას. მრავალკუთხედის თვისების
გამოყენება არასტანდარტული ფიგურის
ფართობის პოვნისას, როცა
ამ ფიგურის ფართობის
დაფარვას ვახდენთ ერთეული
ფართობის მქონე კვადრატებით.
ესგ-ის მიხედვით მათემატიკის
სტანდარტით განსაზღვრული სასწ. წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
VIII.9 მოსწავლეს
შეუძლია
ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების
მოძებნა. შედეგი თვალსიჩინოა, თუ მოსწავლე: ა) იყენებს ფიგურათა თვისებებს
და ტოლი ფიგურების
შესაბამისი ელემენტების შედარების
მეთოდს ფიგურის ელემენტების უცნობი
ზომის მოსაძებნად. ბ) პოულობს
ფიგურის ფართობს, მარტივ
ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურებამდე შევსების
ხერხით.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი და/ მეთოდები
|
კლასის
ორგენიზაციის ფორმა / ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
წთ.
|
თითოეული
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგებიa
|
1
|
კლასის
ორგანიზება. მოსწავლეებს მივესალმები,
გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს,რომლებიც
სლაიდზე მაქვს დაწერილი Power
Point-ში. მათ
შევახსენებ აგრეთვე განმსაზღვრელი შეფასების, ჯგუფური მუშაობის და თვითშეფასების რუბრიკებს, რომლებიც კედელზე არის გაკრული.
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
2 წთ.
|
განაწყობს მოსწავლეებს აქტიური
მოსმენისათვის, გაუღვივებს დაინტერესებას საკითხისადმი.
|
|
2
|
საშინაო
დავალების შემოწმება.
შევამოწმებ საშინაო დავალებას.იმ სავარჯიშოებს განვიხილავ მოსწვლეებთან ერთად,რომლებიც მათ ვერ
ამოხსნეს(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სავარჯიშოების განხილვა-გაანალიზება.
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა,ცარცი.
|
2 წთ.
|
სხვადსხვა ტიპის პრაქტიკული ამოცანების
ამოხსნის დროს, ჩამოუყალიბდებათ ცოდნის გამოყენების უნარი.
|
|
3
|
წინარე
ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს გავლილ საკითხებზე, ა) თუ რა
იციან ზოგადად ფიგურის ფართობის
შესახებ.
ბ) როგორ
გამოანგარიშდება მართკუთხედისა და
კვადრატის ფართობი წინა
კლასებიდან ნასწავლის საფუძველზე. გ) გაიხსენებენ ფართობის
საზომ ერთეულებს.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო,რვეული, დაფა ცარცი.
|
4 წთ,
|
კითხვების საშუალებით მოხდება გავლილი მასალის განმეორება-განმტკიცება ფიგურის
ფართობის შესახებ.
|
4
|
ძირითადი ფაზა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ
შევახსენებ იმ გეომეტრიულ
ფიგურებს, რომელთა განსაზღვრებები
და თვისებები შევისწავლეთ წინა
გაკვეთილებზე. მომავალში, შემდეგ
გაკვეთილებზე, გზადაგზა საჭიროა მათი ფართობების
გამოსაანგარიშებელი ფორმულები დავამტკიცოთ და
განვიხილოთ.
გავაცნობ აგრეთვე
ისეთ ფიგურებს, რომელთა
ფართობის გამოანგარიშება ფორმულის
საშუალებით არ ხდება.
ასეთი ფიგურა უნდა
დაიყოს, რამდენიმე ისეთ
ფიგურად, რომელთა ფართობებს
გამოვიანგარიშებთ და მიღებულ შედეგებს
შევკრიბავთ. ამის შემდეგ
განვიხილავთ პრაქტიკულ
ამოცანას, რომლის ამოხსნა
სხვადასხვა მართკუთხედის ფართობების გამოანგარიშებას და
მათ შეფარდებას მოითხოვს.
,,ოთახის სრული განათებისთვის საჭიროა,
ფანჯრის/ფანჯრების ფართობის შეფარდება იატაკის ფართობთან,
ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს
5-ზე. მოსწავლეები გაზომავენ
საკლასო ოთახის
სიგრძესა და სიგანეს, როგორც
ფანჯრების ისე იატაკის. ჯგუფური მუშაობისათვის, წინასწარ მოსწავლეებს დავალებული აქვთ
თავიანთი საძინებელი ოთახის
შესაბამისი ზომების მოტანა.
სლაიდზე შედგენილ ცხრილში თითოეული
მათგანი შეიტანს მოცემულობებს, უნდა
იპოვონ შესაბამისი შეფარდებები და Power
Point-ში მონაცემების
საფუძველზე უნდა ააგონ შესაბამისი
სვეტოვანი
დიაგრამები, რითაც უფრო
თვალნათლივ მოხდება შედეგების
შეჯამება. სლაიდების საშუალებით
მოსწავლეებს გავაცნობ საინტერესო საკითხებს ,,მზე, სიცოცხლის
საწყისი“. მოსწავლეებს დავუსვამ
კითხვებს, თუ რა
იციან ბიოლოგიიიდან მზის
როლის შესახებ ჯანმრთელობისათვის და გეოგრაფიიდან მზე,
როგორც კოსმოსის ყველაზე
დიდი ვარსკვლავი. სლაიდების საშუალებით,
მოსწავლეებს ამ საკითხთან
დაკავშირებით მივცემ შესაბამის
ინფორმაციას. ამის შემდეგ მათ
დავუსვამ კითხვას, კიდევ
რა მონაცემებზე შეიძლება იყოს
დამოკიდებული ოთახის კარგი
განათება დამოკიდებული.
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო, რვეული,
დაფა, ცარცი, სალაიდები
Power Point-ში
|
22წთ.
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ მართკუთხედისა და კვადრატის ფართობების გამოანგარიშება. აგრეთვე
გაიხსენებენ სტატისტიკური მონაცემებისთვის ცხრილების
შედგენას და Pover Point-ში
სვეტოვანი დიაგრემების აგებას. ბიოლოგიიდან და
გეოგრაფიიდან კი გაიხსენებენ ახალი მასალის გააზრებისთვის საჭირო
მნიშვნელოვან საკითხებს.
|
|
5
|
ახალი მასალის
განმტკიცება. ახალი მასალის
განმტკიცებისთვის განვიხილავთ ტესტებს
,, ხანის აკადემიიდან.“
|
10 წთ.
|
,,ხანის აკადემიიდან“ ტესტების
ამოხსნა საინტერესო და შედეგის მომცემია. პროექტორის
გამოყენება საშუალებას იძლევა დროის ეფექტურად გამოყენებას და მეტი სხვადასხვა
სახის მასალის განხილვას, რაც გაადვილებს გეომეტრიული ფიგურების
ფართობის შესწავლას.
|
|||
6
|
შეფასება
|
3წთ.
|
შეფასებას მოვახდენ რუბრიკების
საშუალებით.გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის,
აგრეთვე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს,რომლის საშუალებითაც
განისაზღვრება შედეგების მიღწევის ხარისხი.
|
|||
7
|
საშინაო
დავალება
|
2 წთ.
|
სახელმძღვანელოდან მოსწავლეებს
მივცემ სავარჯიშოებს შესაბამისი ინსტრუქციით, რაც მათ, გაუადვილებთ
საშინაო დავალების შესრულებას.
|
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
VIII კლასი
2019 წლის 7 მაისს ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ( ინოვაციური) VIII კლასში. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი. ასევე შეფასების რუბრიკები. შ თემა: ფართობი (პრაქტიკული ამოცანის განხილვა). გაკვეთილის მიზანი: ფართობის ცნების შინაარსის განხილვა და ფართობის შესახებ ცოდნის გამოყენება სხვა დისციპლინებში ( ფიზიკაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში...) ან პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას. მრავალკუთხედის თვისების გამოყენება არასტანდარტული ფიგურის ფართობის პოვნისას, როცა ამ ფიგურის ფართობის დაფარვას ვახდენთ ერთეული ფართობის მქონე კვადრატებით.

ესგ-ის მიხედვით
მათემატიკის სტანდარტით განსაზღვრული
სასწ. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
VIII.9 მოსწავლეს
შეუძლია
ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების
მოძებნა. შედეგი თვალსიჩინოა,თუ მოსწავლე: ა) იყენებს ფიგურათა თვისებებს
და ტოლი ფიგურების შესაბამისი
ელემენტების შედარების მეთოდს
ფიგურის ელემენტების უცნობი
ზომის მოსაძებნად. ბ)
პოულობს ფართობს, მარტივ ფიგურებამდე
დაყოფის ან მარტივ
ფიგურებამდე შევსების ხერხით. საგაკვეთილო
პროცესი წარიმართა გეგმის მიხედვით. თავდაპირველად შევამოწმე
საშინაო დავალება. ამის შემდეგ
კლასს კარგი განწყობა და ინტერესი შევუქმენი
თემასთან და მიზანთან
დაკავშირებით.
რადგან, თითოეული მოსწავლის პიროვნებას და შესაძლებლობებს ვიცნობდი
, ამიტომ საგაკვეთილო ურთიერთობები ამის მიხედვით ავაგე. დაგეგმილმა აქტივობებმა, სათანადო შედეგი გამოიღო, რის გამოც, გაკვეთილის
ბოლოს მათ შეძლეს ჩემ მიერ
დაგეგმილი შედეგების რეალიზება. მოსწავლეთა მოლოდინებმა
გაამართლა. აქტივობები ძირითადად გაკვეთილის
მიზანს შეესაბამებოდა. კარგად
გამოჩნდა თითოეული გამოყენებული
მეთოდის ეფექტურობა და მნიშვნელობა, კერძოდ: მოსწავლეებმა გაიხსენეს
წინარე ცოდნა. თუ როგორ შეიძლება
კვადრატის და მართკუთხედის ფართობის
გამოანგარიშება, აგრეთვე ფართობის
საზომი ერთეულები.ყოველივე ამან ხელი შეუწყო
მოსწავლეებში მსჯელობის, ანალიზისა
შეფასების უნარების განვითარებას. ამის შემდეგ გადავედი
გაკვეთილის ძირითად ფაზაზე. მოსწავლეებს განვუმარტე,
რომ ნებისმიერ გეომეტრიულ
ფიგურას აქვს ფართობი, რომელთა გამოსაანგარიშებელ ფორმულებს დავადგენთ
შემდეგ გაკვეთილებზე. გავაცანი ისეთი ფიგურებიც, რომელთა ფართობის
გამოანგარიშება ფორმულის საშუალებით
არ ხდება. ასეთ ფიგურებს რამდენიმე
ისეთ
ფიგურად დავყოფთ, რომელთა
ფართობებს გამოვიანგარიშებთ და მიღებულ შედეგებს
შევკრიბავთ.
გაკვეთილის ყველაზე
საინტერესო ნაწილი იყო მოცემული
თემის (ფართობი) სავარჯიშოებში განხილული
პროექტ - ამოცანა. ,,ზოგიერთი
სპეციალისტების აზრით, მზის
შუქით ოთახის კარგი
განათების მისაღწევად, ფანჯრების
ფართობი (განათებულობის ფართობი)
იატაკის ფართობის 20%
უნდა იყოს.“ მოსწავლეებმა საკლასო ოთახისა და თავიანთი
საძინებელი ოთახების შესაბამისი
ზომების მონაცემები Power
Point-ის ცხრილში ჩაწერეს, იპოვეს
ამოცანაში აღნიშნული ფართობების
შეფარდებები და ააგეს სვეტოვანი
დიაგრამები , რითაც უფრო თვალნათლივ
მოხდა შედეგების შეჯამება. ამის შემდეგ
სლაიდების დახმარებით განვიხილეთ საინტერესო საკითხები
,,მზე სიცოხლის
საწყისი“. მოსწავლეებს გავაცანი
ბიოლოგიიდან მზის როლის
შესახებ ჯანმრთელობისათვის და გეოგრაფიიდან მზე,
როგორც კოსმოსის ყველაზე
დიდი ვარსკვლავი და ა.შ. გაკვეთილის განმტკიცებისათვის ,,ხანის
აკადემიიდან“ განვიხილეთ ტესტები. ისტ-ის გამოყენება
განსაკუთრებით ეფექტურია: დროის
რაციონალურად გამოყენებისთვის, მოსწავლეს აქტიურად ჩართავს პროცესში,
პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს
სწავლებას და ამასთანავე
უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს.
გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული ყველა
აქტივობა შესრულდა. საბოლოოდ, მე შევძელი,
საკმაოდ საინტერესო საკითხი
,ფართობი“, აღნიშნული აქტივობებით, მიმეტანა მოსწავლეებამდე. გზადაგზა მათ ვაძლევდი უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას. გაკვეთილის ბოლოს შევაფასე სამივე მოსწავლე
შეფასების რუბრიკების საშუალებით.
მივეცი მათ საშინაო დავალება
შესაბამისი ინსტრუქციით. ამავე გაკვეთილის
ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში გავითვალისწინებდი ამ გაკვეთილის გამოცდილებას. გამოვყოფდი
მხოლოდ ასეთ შენიშვნას: გაკვეთილის მსვლელობისას, განსაკუთრებულ ყურადღებას
მივაქცევდი ჯგუფური მუშაობის
დროს, დროის ეფექტიანად
გამოყენების უნარ-ჩვევას, რაც სრულფასოვნებას შესძენდა ჩემ მიერ ჩატარებულ
გაკვეთილს. გ
No comments:
Post a Comment