პროექტ ,,ოქროს კვეთას" გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
,,ოქროს
კვეთა“
|
პროექტის
ხელმძღვანელი: (მასწავლებელი)
|
რუსუდან
ჯოხაძე
|
პროექტის
მთავარი იდეა:
|
ოქროს
კვეთა (ოქროს პროპორცია, ოქროს შუალედი) ჰარმონიული
გაყოფა მთელისა ისეთ ორ
არატოლ ნაწილად როდესაც, მცირე ნაწილი
ისე სეესაბამება დიდს,
როგორც დიდი ნაწილი
მთელს და პირიქით,
მთელი ისე შეესაბამება დიდ
ნაწილს, როგორც დიდი
ნაწილი მცირეს.
|
პროექტის
აქტუალობა:
|
ოქროს კვეთა ლიტერატურასა და მუსიკაში,
ოქროს კვეთა ხელოვნებაში,
ოქროს კვეთა არქიტექრურაში,
ბუნებისა და მათემატიკის ჰარმონია…
|
პროექტის
მიზნები:
|
პროპორციის,
კერძოდ ოქროს
კვეთის პროექტით სწავლება,
დაეხმარება მოსწავლეებს ოქროს
კვეთის გააზრებაში.კერძოდ:
1. ოქროს კვეთის არსის გაცნობა,მისი გამოვლენა მეცნიერებისა
და ხელოვნების სხვადასხვა დარგში;
2. მათემატიკის,
როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
3.. ინფორმაციის მოძიებისა და დიფერენცირების უნარის განვითარება;
4.ისტ-ის გამოყენების უნარის განვითარება;
5.ცოდნის ტრანსფერირების უნარის განვითარება;
6. შემოქმედებითი უნარის განვითარება;
7.კვლევის უნარის
განვითარება;
8. თანამშრომლობითი უნარის განვითარება.
|
მონაწილეთა
ასაკი:
|
VIII კლასი
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ბიოლოგია.
მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
· იყენებს დეკარტეს კოორდინატებს ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის
მოსაძებნად:
· პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურებამდე შევსების
ხერხით: იყენებს მოცულობის
· ადიციურობას, არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურების მოცულობების შესადარებლად/მოსაძებნად.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები
(მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ
საკითხებზე.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს,
რა როლს ასრულებს საზოგადოების ცხოვრებაში
შედეგი შშედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე (მაგ. ეიფელის კოშკი,
პეტრეს სასახლე მოსკოვში,
ხეოფსის პირამიდები და ა.შ.)
· მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის
ლანდშაფტური დიზაინის ცნობილ ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს.
· მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან
დაკავშირებით და მსჯელობს, ყოველივე
ამან რა გავლენა იქონია საზოგადოების ცხოვრებაზე .
|
მოსალოდნელი
შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
|
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს
ოქროს კვეთის შესახებ, გაეცნობიან ოქროს კვეთის
არსს, შემდეგ კი შეაგროვებენ
ინფორმაციასა და მასალებს ოქროს კვეთის გამოყენებაზე მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში. მოსწავლეები გაიმდიდრებენ
ცოდნას, დაამყარებენ
კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის, დაინახავენ სილამაზესა და ჰარმონიას
რიცხვებსა და გეომეტრიული ფიგურების მიღმა, დარწმუნდებიან, რომ სამყაროში ყველაფერი წესებსა
და კანონებს ემორჩილება. სხვა მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათი თანატოლების
მოძიებულ მასალებს, გაიმდიდრონ ცოდნა ითანამშრომლონ და კორექტულები
იყვნენ ერთმანეთის მიმართ.
მოსწავლეთა ჯგუფები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგენენ
პრეზენტაციებს.ძირითადად
განიხილავენ შემდეგი სახის ოქროს
კვეთის მაგალითებს: ლიტერატურაში---
კერძოდ ვეფხისტყაოსანში,
ხელოვნებაში--- ლეონარდო და ვინჩის ნახატებში, არქიტექტურაში--- ჯვრის
მონასტერი,ეიფელის კოშკი....
ბუნებაში
--- ყვავილებზე, ფოთლებზე დაკვირვება, სადაც
გამოიკვეთება ოქროს კვეთის პრინციპი.
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
|
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფოტო აპარატი.
|
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
1) დაგეგმვა--- კერძოდ მოსწავლეთა დაყოფა საგნების მიხედვით
I –ოქროს კვეთა ვეფხისტყაოსანში;
II-ოქროს კვეთა მუსიკაში და ხელოვნებაში;
III-ოქროს კვეთა არქიტექტურაში; ბუნებაში.
(1 კვირა) 2)I მოსწავლის
მიერ ინფორმაციის, ფოტოების
მოძიება
II---------------------------------------------------------
III---------------------------------------------------- (2კვირა)
3)მოძიებული მასალის შეჯამება / შეფასება.
(2 კვირა)
4)პრეზენტაცია /p.p (1)
5)შეჯამება
|
ვადები/ ხანგრძლივობა:
|
1-1,5 თვე.
|
რეფლექსია
(პროექტი ,,ოქროს კვეთა")
პედაგოგი: რუსუდან ჯოხაძე ჩემი, როგორც პედაგოგის
მიზანი იყო, პროექტის
,,ოქროს კვეთას“ განხილვით, დავხმარებოდი მოსწავლეებს
მატემატიკის როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი
ნაწილის
გაცნობიერებაში.
მოსწავლეებს მუდმივათ აინტერესებთ, თუ რაში გამოადგებათ
მათემატიკაში ნასწავლი საკითხები
ცხოვრებაში. ამ კითხვებზე
დამაჯერებელი პასუხის გაცემაში,
სასწავლო
პროექტში
მათი ჩართვა დამეხმარა.
თუ გვინდა, რომ
მოსწავლეს ჰქონდეს უნარი აითვისოს მისი განვითარების დონის შესაბამისი სასწავლო მასალა, ასევე ჰქონდეს
სწავლისადმი გამოკვეთილი ინტერესი, ის უნდა გრძნობდეს
ცოდნის შეძენის საჭიროებას. ამის გათვალისწინებით შევთავაზე მათ პროექტზე მუშაობის დროს გაერკვიათ რაში გამოიყენებდნენ მათემატიკაში ნასწავლ მასალას ცხოვრებაში ე.ი. მოეხდინათ საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს საშუალება მივეცი თვითონ აერჩიათ
მათთვის საინტერესო თემა, შევქმენი ჯგუფი სამი წევრისაგან (VIII კლასელებისგან), რომლებიც ერთად კარგად იმუშავებდნენ.
პოექტზე მუშაობობის პროცესი დავგეგმე სხვადასხვა აქტივობების და
მეთოდების გამოყენებით. მუშაობის თითოეულ ეტაპზე ისინი
აქტიურად იყენებდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, როგორც ინფორმაციის მოძიების კუთხით, ისე რესურსების
შესაქმნელად. თითოეული აქტივობა
წინასწარ გავწერე
დროში.
პროექტის განხორციელებისათვის გამოვყავი 1,5 თვე. 2019
წლის 2 აპრილიდან - 21
მაისის ჩათვლით.
1. აქტივობა: სამუშაო
შეხვედრა 02.04.2019
პირველ
შეხვედრაზე შევთავაზე პროექტის განხორციელების იდეა, ჩამოვწერე საპროექტო თემების ჩამონათვალი. მივეცი საშუალება
თვითონ აერჩიათ თემები.
2 . აქტივობა:
სამუშაო
შეხვედრა 09.04.2019
წინარე ცოდნის შემოწმების შემდეგ მივეცი მითითებები თუ სად
შეიძლება მოიძიონ მეტი ინფორმაცია. დავავალე
მოამზადონ მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა,
რაც მომავალში გამოადგებათ პროექტის პრეზენტაციისთვის. 3.აქტივობა: 20.02.2017
მოსწავლეებს დავავალე შეექმნათ
რესურსები თემების
მიხედვით და
გადაეღოთ ფოტოები რესურსის დამზადების
პროცესში.
4.აქტივობა: 30.04.2016 მოსწავლეებმა მაჩვენეს მათ მიერ დამზადებული
რესურსები, სლაიდები და გადაღებული
ფოტოები. მივეცი შენიშვნები, რადგან საჭიროებდა უფრო
სრულყოფილებას. 5. აქტივობა: 08.05.2019 მორიგ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. განვიხილეთ, დავხვეწეთ, გავაანალიზეთ, თავი მოვუყარეთ ფოტო და ვიდეო
მასალებს. მივეცი მათ მითითებები. 6.აქტივობა:20.05.2019 პრეზენტაციის დღე:
თითოეულმა ჯგუფმა
საკმაოდ დამაჯერებლად წარმოადგინა თავიანთი
ნამუშევრები. პროექტზე
მუშაობის
დროს რეალური
პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი
ცოდნა და უნარჩვევები გამოიყენეს პრაქტიკაში. ისინი ხალისით
ასრულებდნენ სამუშაოებს, მაშინაც
კი, როდესაც მათი შესრულება
ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვდა, როდესაც ამ პროექტზე მუშაობა შევთავაზე მათ, ჩემი მიზანი
იყო განვითარებოდათ
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა
და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების
უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას გაიღრმავეს
ცოდნა არა მარტო მათემატიკაში, არამედ ხელოვნებაში, ისტორიაში, მუსიკასა და პოეზიაში:
დახვეწეს საჭირო
უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში. მათ კარგად გაართვეს თავი სამუშაოს.
დასახულ მიზნებს
კი, ჩემი აზრით,
მივაღწიეთ პროექტზე მუშაობისას და მისი დასრულების შემდეგ მათ შეავსეს შეფასებისა
და თვითშეფასების სქემები.
მთლიანობაში პროექტმა
ხელი შეუწყო
სხვადასხვა საგანში
მიღებული ცოდნის გამთლიანებას (ტრანსფერი) ინტერპრეტირებისა და შემოქმედებითი
უნარების განვითარებას, ეს უნარ-ჩვევები კი სამომავლოდ
აუცილებლად გამოადგებათ მოსწავლეებს. შედეგი:
1. პროექტის ფარგლებში მოხდა შესწავლილი , მასალის გამეორება და შეძენილი ცოდნის განმტკიცება.
მოსწავლეებმა დაუკავშირეს შეძენილი
ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას და გაარკვიეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლა.
2. მათემატიკა იმდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მის
გარეშე ვერ მოხდებოდა ტექნიკური პროგრესი, ვერ შეიქმნებოდა
ხელოვნებისა და არქიტექტურის შედევრები.
3. დაინახეს,
რომ ცნობილი მათემატიკოსების მოღვაწეობას და მათ
გამოგონებებს რა დიდი წვლილი მიუძღვით
კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. საბოლოოდ შემიძლია
ვთქვა, რომ პროექტმა
ჩემი და მოსწავლეთა მოლოდინები გაამართლა.
მოსწავლეთა რეფლექსია: 1. მე ამ პროექტის შემდეგ დავინახე, როგორი უსაზღვროა მათემატიკის გამოყენების სფეროები. 2. მე არ მეგონა, რომ "ოქროს კვეთა" ასეთი ფართოდ გამოყენებული ტერმინი იქნებოდა მეცნიერებაში და ხელოვნებაში. 3.
ახლა მათემატიკას და მის მნიშვნელობას სულ სხვა თვალით ვუყურებ. 4 . მატემატიკაზე, როგორც საგანზე სულ სხვა წარმოდგენა შემექმნა. მივხვდი, რომ მათემატიკა ხელოვნების კანონებს განაგებს.
პროექტ ,,ოქროს კვეთას" პრეზენტაცია
პროექ ტ ,,ოქროს კვეთას"
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა
,,ვერბალური ბულინგი ჩემს წინააღმდეგ“ (პროექტის გე გმა )
პროექტის სახელწოდება
|
,, ვერბალური ბულინგი ჩემს
წინააღმდეგ ‘’
|
||
პროექტის ხელმძღვანელი: (მასწავლებელი)
|
რუსუდან ჯოხაძე
|
||
პრობლემა და პრობლემის ანალიზი
|
ბულინგი ეს არის სკოლის ასაკის ბავშვებს შორის
წინასწარგანზრახული, განმეორებადი, არასასურველი, აგრესიული ქმედება, რომელიც გამოწვეულია რეალური ან აღქმული ძალის უთანაბრობით. სხვაგვარად მას შეიძლება ვუწოდოთ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. გამოყოფენ ბულინგის შემდეგ ტიპებს:
v ფიზიკური
(დარტყმა, ხელის კვრა, მუშტებით ან
ფეხით ცემა, სხეულის სხვადახვა სახის დაზიანება და ა.შ.)
v ვერბალური (დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა,
დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური
და რასისტული გამონათქვამები.)
v კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორხორციელებული ქმედება. კიბერბულინგში მოიაზრება სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების
ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორის გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა,
სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა.)
ეს პრობლემა
მთელს მსოფლიოშია აქტუალური, მათ შორის საქართველოშიც. ბულინგის ზემოთ ჩამოთვლილი სახეებიდან ჩვენს ნაშრომში უშუალოდ განვიხილავთ ვერბალურ ბულინგს.
ბევრი
მოსწავლე ხდება ვერბალური ბულინგის მსხვერპლი. კერძოდ, მათ უწევთ აიტანონ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფა. მოსწავლეებმა არ იციან, როგორ უნდა დაიცვან თავი მოძალადისგან, რა პრევენციული
ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ხშირად დუმილს ამჯობინებენ და ამით კიდევ უფრო
უწყობენ ხელს დანაშაულის გაძლიერებას. უფროსებისაგან ვერ გრძნობენ მხარდაჭერას, რადგანაც ვერბალური ბულინგი ხშირად ბავშვურ სიცელქესთან ასოცირდება. ბულინგში ხშირად ფიზიკური ზიანის მიყენებაზე
საზიანო, ფსიქოლოგიური ზიანია. მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ ნასროლი ფრაზები ხშირად ისე მტკივნეულად აღიქმება, რომ მსხვერპლის ისედაც დაბალი თვითშეფასება, კიდევ
უფრო დაბლა იწევს.
სამწუხაროდ
ჯერ კიდევ გაურკვევლია თუ რა არის ბავშვთა სისასტიკის მიზეზი? ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს ან რამდენადაა
ეფექტური ის პრევენციის ზომები, რომლებიც
დღესდღისობით ტარდება. ცხადია, რომ ეს პრობლემა არ რჩება ბავშვობაში, არ ხდება წარსული,
ერთჯერადად არ აისახება მოსწავლეზე. ის გავლენას ახდენს მოზარდის ფიქოლოგიურ-ემოციურ მხარეზე, უკარგავს თვითშეფასებას,
თავდაჯერებულობას, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას. მსხვერპლისთვის დამახასიათებელია დაბალი სოციალიზაციის ხარისხი.
იგი ყოველთვის საფრთხისა და აგრესიის
მოლოდინშია, სხვებთან უერთიერთობაში პასიურია.
სამწუხაროდ, ხშირად მსხვერპლი გამოსავალას
მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს, რადგან ის ვერ გრძნობს სათანადო მხარდაჭერას გარშემომყოფებისგან და ვერც საკუთარ თავში პოულობს
საჭირო ძალას. გარშემომყოფები მას სუსტ, ჩაკეტილ ადამიანად აღიქვამენ და იმის ნაცვლად რომ სათანადო დახმარება გაუწიონ აიგნორებენ ან
სთავაზობენ ისეთ გამოსავალს, რომელიც სრულიად
არაეფექტურია. ამ შემთხვევაში გარშემომყოფთა დიდ ნაწილს თითქოს უჭირს მსხვერპლის ადგილას თავის წარმოდგენა და ემპათიის გრძნობაც სათანადოდ
არ აქვთ განვითარებული. ერთ დღესაც შესაძლოა მეორე უკიდურესობის წინაშე
დავდგეთ და ბულინგის მსხვერპლისგან მოძალადე, ბულერი ჩამოყალიბდეს.
ხშირად ბავშვები, რომლებიც სხვის მიმართ ავლენენ აგრესიას, უფრო მეტად არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი,
თავად აქვთ ნანახი სადღაც ბევრი აგრესია,
ან ოდესღაც მათ მიმართ იძალადა ვინმემ და დღეს უკვე მათ შეუძლიათ სხვაზე
განავრცონ იგივე. მსხვერპლი კი არის ის ვინც რაიმე ნიშნით განსხვავებულია, სუსტია ან გამორჩეულია გარეგნული სისუსტითა და ავადმყოფობით. შესაძლოა, ჩაცმის სტილმა, ვარცხნლობამ, აქსესურებმაც
კი აქციოს ადამიანი ბულინგის მსხვერპლად.
ბულინგის
ინიციატორი ბიჭების უმრავლესობა
მოზარდობის შემდეგ კრიმინალურ გზას ირჩევს,
რაც არ გვაძლევს უფლებას ამ თემის მიმართ
გულგრილები ვიყოთ. არც მსხვერპლის მდგომარეობაა უკეთესი, შესაძლოა ის თავად გახდეს კრიმინალი ან მთელი ცხოვრება არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდეს. საბოლოოდ, ბავშვი მოძალადე და მსხვერპლიც, ორივე
მსხვერპლია.
პროექტის
განხორციელება ხელს შეუწყობს მასში მონაწილე ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, ისინი შეძლებენ აღიქვან პრობლემა მთელი სიმძაფრით,
დაივიწყონ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები, გამიჯნონ ერთმანეთისგან არაჯანსაღი
შეხედულებები და რეალობა. შეაფასონ
ეს პრობლემა ყველა პოზიციიდან, გაიზარონ
საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც პრობლემის
მოგვარების, ასევე პრევენციის კუთხით, გამოუმუშავდებათ უფრო
მეტად ემპათიის უნარი.
|
||
პროექტის მიზანი
|
პროექტის
ფარგლებში შეგროვილი ინფორმაციისა და მონაცემების საფუძველზე დასკვნების გამოტანა, რეკომენდაციის შემუშავება, მოსწავლეებთან ერთად
ინფორმაციის ანალიზი და ცნობიერების ამაღლება.
ჩართულობა არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლებისა და პედაგოგების, რომლეთაც რიგ შემთხვევაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ენიჭებათ და თავისდაუნებურად
ხელს უწყობენ ბულინგის წახალისებას. ასევე
გაცნობიერება და გააზრება იმისა, რომ ბულინგი არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალადობა. გაჩუმება, მუქარა, ჭორების გავრცელება, უხეში გამოანთქვამები ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და იგი ვერბალური ბულინგის სახელწოდებითაა ცნობილი.
ჩვენი მიზანია, თითოეულმა ადამიანმა
საკუთარი თავი წარმოიდგინოს ამ პრობლემის წინაშე და გააცნობეროს, რომ ბულინგი არის მის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მარტო ყოფნა დამარცხების მომასწავლებელია. აქედან გამომდინარე,
საჭიროა ცნობიერების ამაღლება, ეფექტური მოქმედება და მეტი თანადგომა!
მთავარი
მიზანი ამ ყველაფრის მდგომრეობს იმაში, რომ მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებები. კონკრეტულად ჩვენ ვიმუშავებთ შემდეგი მიმართულებით:
მოსწავლის ქცევის კოდექსი
მუხლი
5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება.
„მოსწავლე
თავაზიანად ეპყრობა სხვა
მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის
მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისგან და არ აყენებს
მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.“
|
||
მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები
|
პროექტის
განხორციელება სარგებელს მოუტანს პირველ რიგში სასკოლო გარემოსთან დაკავშირებულ პირებს: მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და ა.შ.
პროექტის წარმატებით გახორციელება ასევე დადებითად აისახება მთლიანად საზოგადოებაზე, რადგანაც იქნება ნაკლები კრიმინალი, ნაკლები განრიდებული და დათრგუნული ადამიანი და მეტად მშიდი სოციალური გარემო.
|
||
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტის
განხორციელება საშუალებას მოგცემს, უპირველეს
ყოვლისა, ავამაღლოთ ცნობიერება არა მხოლოდ
მოსწავლეების, არამედ პედაგოგების, მშობლების და ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ნებისმიერი პირის. თუკი
საკითხთან დაკავშირებით არ ექნებათ
სიღრმისეული ცოდნა, ვფიქრობთ, ნებისმიერი აქტივობის განხორხორციელება ნაკლებ შედეგიანი იქნება. შესაბამისად პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: ცნობიერების ამაღლება, ნებისმიერი პასუხისმგებელი
პირის ჩართულობა (არა მექანიკური, არამედ გაანალიზებული), ემპათიის გრძნობის გამომუშავება, გაცნობიერება იმისა, რომ ამ პრობლემასთან
მიმართებით არ არსებობს მსხვერპლი და მოძალადე,
თუ მათ მომავალს გავიაზრებთ თითოეული მათგანი
მსხვერპლია. რაც მნიშვნელოვანია პროექტში ჩართულმა თითოეულმა ადამიანი მიხვდება, რომ ბულინგი მხოლოდ ფიზიკურ დაპირისრებას არ გულსხმობს, და სიტყვიერი
შეურაცხყოფა შესაძლოა გაცილებით უფრო
მტკივნეულად აღიქმებოდეს ადამიანისთვის.
ჩვენი
პროექტის სახელწოდება „ვერბალური
ბულინგი ჩემს წინააღმდეგ“ სწორედ იმ მიზანს,
ემსახურება, თითოეულმა ადამიანმა სახელწოდების წაკითხვის თანავე საკუთარი თავი ამ პრობლემის წინაშე დააყენოს, მეტი ენთუზიაზმით ჩაერთოს პროცესში და გააცნობიეროს,
რომ ეს არ არის მხოლოდ ჩაგრული ბავშვის პრობლემა, ან მჩაგვრელის, ეს ყველაფერი ზოგადად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.
|
||
მონაწილეთა ასაკი
|
V-VIII კლასი
|
||
პროექტის ძირითადი საჭირო რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი,
კინოაპარატი
|
||
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
|
ა) აქტივობა: პირველი
დრო ერთი
კვირა
პროექტის
პირველი კვირა დაეთმობა იმის შემოწმებას,
თუ რა იციან მოსწავლეებმა ბულინგის
შესახებ.
ბ) აქტივობა : მეორე
დრო
ორი კვირა
წინარე ცოდნის
გაგების შემდეგი ეტაპია ინფორმაციის გადაცემა. მოსწავლეებს გადაეცემა
ადაპტირებული ლიტერატურა ბულინგის შესახებ, ასევე ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის
ძირითადი დებულებები, ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი მუხლები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი.
გ) აქტივობა: მესამე
დრო ორი
კვირა
თეორიული მასალის შესწავლის
შემდეგ უკვე იწყება პრაქტიკული საქმიანობები. ორი კვირის მანილზე მიმდინარეობს ფილმებისა
და ვიდეორგოლების ჩვენება, ლიტერატურის გაცნობა, რეალური ამბების კრიტიკული გაანალიზება. დ) აქტივობა : მეოთხე
ერთი
კვირა
თეორიული საკითხებისა
და პრაქტიკული მეცადინეობების დასრულების შემდეგ დაიგეგმება პრეზენტაცია. ე)
აქტივობა: მეხუთე
დრო ერთი კვირა
პრეზენტაციის შემდეგ იგეგმება
ფსიქოლოგთან შეხვედრა.
ვ) აქტივობა: მეექვსე
პროექტის საბოლოო პროდუქტების შექმნა
|
||
პროექტის ვადები/ხანგრძლივობა
|
2
-2,5 თვე
|
რეფლექსია
პროექტი: ,,ვერბალური ბულინგი ჩემს წინააღმდეგ“
მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე რომელიმე პრობლემურ საკითხზე პროექტი დაგვეწერა და შემდეგ პრეზენტაციის სახით აუდიტორიისათვის გაგვეცნო. მათ თითქმის ყველამ ერთად აირჩია, მსოფლიო მასშტაბის აქტუალური პრობლემა და მათ შორის საქართველოსიც ,,ბულინგი“. თემის შერჩევის შემდეგ მათთან ერთად დავგეგმე მისი შესწავლის გზები. განვიხილეთ პროექტის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, მიზნობრივი ჯგუფები, განხორციელების შესაბამისი აქტივობები და ვადები. გავაანალიზეთ ის, რომ პროექტის განხორციელება სარგებელს მოუტანს პირველ რიგში სასკოლო გარემოსთან დაკავშირებულ პირებს: მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და ა.შ. პროექტის წარმატებით გახორციელება ასევე დადებითად აისახება მთლიანად საზოგადოებაზე, რადგანაც იქნება ნაკლები კრიმინალი, ნაკლები განრიდებული და დათრგუნული ადამიანი და მეტად მშიდი სოციალური გარემო. მოსწავლეებს მივეცი სხვადასხვა სახის დავალებები. გზადაგზა ვაწარმოებდი აქტივობების შესრულების მონიტორინგს. მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად: I.აქტივობა. პროექტის პირველი კვირა დაეთმო იმის შემოწმებას, თუ რა იცოდნენ მოსწავლეებმა ამ თემის შესახებ. ბუნებრივია, სანამ პოექტის განხორციელებას დავიწყებდით ჯერ მოსწავლეთა წინარე ცოდნით დავინტერესდით, რათა ჩვენი შემდეგი ნაბიჯები უფრო ეფექტურად დაგვეგეგმა და ეს აქტივობები რელევანტური ყოფილიყო მოსწავლეთა საჭიროებებისა. მოვიპოვეთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ü
რა
ვიცი ბულინგის შესახებ?
ü
ვყოფილვარ
თუ არა ბულინგის მსხვერპლი ან ბულერი?
ü
თუ
თავად არ ყოფილხარ მჩაგვრელი ან ჩაგრული, რა გაგიკეთებია სხვის დასახმარებლად?
გამოკითხვა იყო ანონიმური,
ჩვენ არ ვითხოვდით სახელებისა და გვარების დაწერას, შესაბამისად ორივე მხარე მეტი ყურადღებით მოეკიდა საკითხს. ამ გამოკითხვამ ერთგვარი მიმართულება მისცა ჩვენს პროექტს და კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ჩვენი სამომავლო ნაბიჯები. II.აქტივობა. წინარე ცოდნის გაგების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცა
ადაპტირებული ლიტერატურა ბულინგის შესახებ,
ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის ძირითადი
დებულებები, ბავშვთა უფლებების კონვენციის
ძირითადი მუხლები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. ლიტერატურის დასამუშავებლად მათ მიეცათ
ორი კვირა.
ასევე შესაბამისი ლიტერატურა გადაეცათ პედაგოგებსაც, რადგანაც მათი ჩართულობა და ცნობიერების
ამაღლება უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. იმისათვის, რომ გაგვეგო
მუშაობა სწორი გზით მიდიოდა
თუ არა, ჩავატარეთ
მონიტორინგი.
III. აქტივობა. თეორიული მასალის
შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყეს პრაქტიკული საქმიანობები. ორი კვირის
მანილზე მიმდინარეობდა ფილმების
ჩვენება კომპიუტერის საშუალებით),
ლიტერატურის გაცნობა, რეალური ამბების
კრიტიკული გაანალიზება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე თითოეული სამუშაოს
შემდეგ მიმდინარეობდა დისკუსიები.
ამგვარი საქმიანობები მოსწავლეებს დაეხმარა კიდევ
უფრო ნათლად აღექვათ პრობლემა, გაუჩნდათ ემპათიის
გრძნობა, იფიქრეს პრობლემაზე, გამოსავალზე
და ზოგადად კრიტიკულად შეაფასეს თითოეული ნიუანსი. ფილმები:
ü „რომი“
ü „საოცრება“ (wonder)
ü “ტბა“ შესაბამისი
ლიეტერატურა:
„ილაპარაკე“ (ლორი ჰოლც
ენდერსონი)
ü
„ავგუსტი და მე“
(რ.ჯ. პალაციო)
ü
„უკეთურება“ (იან გიუ)
IV.აქტივობა. თეორიული საკითხებისა
და პრაქტიკული მეცადინეობების დასრულების შემდეგ
დაიგეგმება პრეზენტაცია. პრეზენტაციის
მომზადებაში ყველა მოსწავლე იღებდა
მონაწილეობას. ნაწილი პრეზენტატორის
როლს ასრულებდა, ნაწილი სლაიდის აწყობაში მონაწილეობდა, ნაწილი შეხვედრის ორგანიზებაზე ზრუნავდა და ა. შ.
V.აქტივობა. პრეზენტაციის შემდეგ დაიგეგმა ფსიქოლოგთან
შეხვედრა. ფსიქოლოგმა
ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
ü ემოციის
მართვა
ü ემპათია
ü ტოლერანტობა
ü ასერტულობა
ü მეგობრობის
აგება
ü ვიდეორგოლების
განხილვა და კრიტიკულად შეფასება.
ü აქტივობების
როლი და მნიშვნელობა (ექსკურსიები, სპორტული
აქტივობები, სხვადასხვა წრეები)
ფსიქოლოგმა ასევე გასცა საჭირო რეკომენდაციები სამივე მიმართულებით:
პედაგოგებისთვის:
ü იყავით
თქვენი მოსწავლისთვის პოზიტიური ქცევის მაგალითი
ü სასწავლო
პროცესში ჩართეთ ფსიქოლოგი, მშობლები.
ü ნუ
იქნებით გულგრილები.
ü სერიოზულად
მოეკიდეთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის შესახებ და მიეცით მას შესაბამისი რჩევა
ü გააძლიერეთ
კონტროლი.
ü დახმარება სჭირდება როგორც მსხვერპლს, ისე აგრესორს.
ü ბულინგი
არ არის მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება და სიტყვიერ შეურაცხყოფას ნუ ჩათვლით ბავშვურ ხუმრობად.
მშობლებისთვის:
ü ასწავლეთ
ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობის დემონსტრირება.
ü წაახალისეთ
ბავშვის მიერ სხვა ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება.
ü დაეხმარეთ
ბავშვს თავდაჯერებულობის გამომუშავებაში.
ü ურჩიეთ
და ნება დართეთ ბავშვს მონაწილეობა მიიღოს ექსკურსიებში.
ü ასწავლეთ ბავშვს სხეულის ენა.
ü აცნობეთ სკოლის ხელმძღვანელობას თქვენი შეშფოთება ბავშვის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ბავშვებისთვის:
ü მეტად მართეთ საკუთარი ემოციები.
ü იყავით
მეტად მეგობრულები.
ü ნუ
მოახდენთ საკუთარი ფიზიკური ძალის დემონსტრირებას და მართეთ საკუთარი თავი.
ü ნურასდროს
გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ
შენ.
ü მეტი თანაგრძნობით განეწყვეთ თანატოლების მიმართ.
ü გაჩუმება გამოსავალი არ არის. ამით მეტად აძლიერებთ დანაშაულს.
VI.აქტივობა. ზემოთ აღნიშნული თითოეული აქტივობის გახორციელებისას მოსწავლეებმა
შეაგროვეს ვიდეო და ფოტო მასალა, ასევე
მცირე ჩანაწერები. საბოლოოდ ეს ყველაფერი მათ
ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოიყენეს. სკოლაში
შეიქმნა ბულინგის წინააღმდეგ მებრძოლთა კლუბი. ამ კლუბში სურვილისამებრ გაწევრიანდნენ
მოსწავლეები. მათ მომავლისთვის ბევრი რამ იტვირთეს.
კლუბმა შექმნა ბლოგი, სადაც აიტვირთა
ზემოთ აღნიშნული ფოტო და ვიდეო მასალები, ასევე ის შედეგები, რაც პროექტის განხორციელებამ მოიტანა.
საბოლოოდ მინდა ავღნიშნო, რომ
პროექტმა ჩემი და მოსწავლეების მოლოდინები
გაამართლა.
ბიბლიოგრაფია
1.ბულინგი
- ძალადობა ბავშვებში და მისი გამომწვევი მიზეზები http://www.gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/26011
2. ბულინგი - სასკოლო ოინი თუ ნორმად ქცეული ძალადობა
https://www.radiotavisupleba.ge/a/normad-kceuli-dzaladoba/25154835.html
3. ძალადობა ბავშვებზე - ისტორიული რეტროსპექტივა
4. სასწავლო მასალები (არგუსი)
5. ვიდეორგოლები
პროექტზე მუშაობისას
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა
No comments:
Post a Comment