რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია და რეფლექსია
მოცემული ფორმატის ქაღალდზე წარმოდგენილი სიმეტრიული ფორმის ყვავილი , თვალსიჩინო მაგალითია VII კლასში სიმეტრიის ღერძის შესწავლის დროს მიზნის მისაღწევად. მისი სასწავლო პროცესში გამოყენების მიზანია: ა) ღერძული სიმეტრიის გააზრება და მისი მნიშვნელობა. ბ) ღერძული სიმეტრიის აღქმის უნარის გაღრმავება. VII.12. იყენებს კოორდინატების მეთოდს ორიენტაციისათვის. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ, მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს. რესურსი შინაასობრივად შემდეგნაირად გამოიყენება. ფორმატის ქარალდზე დახაზულია საკოორდინატო სიბრტყე. მასზე საბოლოოდ, რომ მივიღოთ სიმეტრიული ფორმის ყვავილი, ამისათვის წინასწარ დავხაზე სიმეტრიული ღეროები, როგორც OY ღერძის მიმართ, ისე OX ღერძის მიმართ. ცალკე გამოჭრილი მაქვს და გამზადებული რამდენიმე (საჭიროების მიხედვით) ყვავილის ფორმა, მასზე აწერია დიდი ლათინური ასოები და შესაბამისი კოორდინატები. მაგ: A (-2; 9), მოსწავლემ უნდა დაასახელოს მისი შესაბამისი სიმეტრიული ყვავილი OY ღერძის მიმართ, დასახელების შემდეგ მივცემ ყვავილს A1(2; 9) და ა. შ. გაგრძელდება B (-4; 6) და B1(4;6); C(-6;4) და C1(6;4); D(-7;2) და D1(7;2); მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ კანონზომიერება OY ღერძსა და წერტილის კოორდინატებს შორის. ანუ დადგინდება, რომ რადგან OY ღერძის მიმართ იყო სიმეტრია, Y კოორდინატი დარჩება უცვლელი. ანალოგიურად განვიხილავთ სიმეტრიას OX ღერძის მიმართ. D(-7;2) და M(-7;-2); D1(7;2) და N(7;-2) აქაც დადგინდება, რადგან OX ღერძის მიმართ არის სიმეტრია, ამიტომ X კოორდინატი დარჩება უცვლელი. ეს ყვავილები დამაგრდება მითითებულ ადგილებზე ჭიკარტით. საბოლოოდ მივიღებთ სიმეტრიულად განლაგებულ ყვავილთა შეკვრას (ნახატს). რესურსის გამოყენება მოსწავლეს განუვითარებს ღერძული სიმეტრიის აღქმის უნარს. მისი შექმნა განაპირობა თვალასაჩინოების ეფექტურობამ, რაც გულისხმობს საკითხის კარგად გაგებას და დამახსოვრებას. მოცემული რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია. კერძოდ იგი გამოიყენება: VI კლასში ,,სიმეტრიის ღერძის’’ (სიმეტრიული ფიგურების) შესწავლის დროს, VII კლასში ,,სიმეტრიის ღერძის’’ ( სიმეტრიული წერტილების აგების და კანონზომიერების დადგენის დროს ღერძებსა და წერტილის კოორდინატებს შორის). VIII კლასში, ,,კოორდინატთა მეთოდის და გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების’’ დროს. IX კლასში ,, გეომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვა გამოყენების’’ დროს. სიმეტრიის ცოდნა მრავალფუნქციურია. კერძოდ: საპროექტო საქმეში და ხელოვნებაში. მოსწავლემ უნდა გაიფართოვოს თვალსაწიერი და თავად უნდა გახდეს შემოქმედი გეომეტრიული გარდაქმნების კვლევისას. X კლასში გამოიყენება კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარის გაღრმავებისა და სივრცეში ანალოგიური საკითხის შესწავლის მიზნით. რადგან სიმეტრია სილამაზესთან ასოცირდება, ამიტომ მოცემული რესურსი აგრეთვე გამოყენებადია ხელოვნების გაკვეთილზე სიმეტრიის შესწავლის დროს. სიმეტრია ბუნებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი, სხვადასხვა კლასში გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეების მიერ საკითხის მიმართ გაგება-გააზრებასა და სიამოვნებას იწვევს.
No comments:
Post a Comment