წრის მუშაობა


   სსიპ      ამბროლაურის    რაიონის             სოფ.   ბოსტანის     საჯარო    სკოლაში    შექმნილია    მათემატიკის     წრე                         ,,ჩვენ   და    მათემატიკა”

         მათემატიკის   წრის    მუშაობის                       
           ძირითადი     მიზნებია:
1.    მათემატიკური  აზროვნების   თვალსაწიერის    გაფართოვება;
2.    ისტ-ის   გამოყენება    მატემატიკის   სწავლების   დროს;                                          
3.   დამოუკიდებლად მუშაობის   უნარების    განვითარება;                                              
4.ზოგადად   მათემატიკის,    როგორც   ზუსტი    მეცნიერების    მიმართ     ინტერესის
 გაღვივება.

                            მოსალოდნელი   შედეგები:                                                                                                                                                                                              
  1.     შესწავლილი მასალის ცოდნის  გაღრმავება.                                                                         2.    ლოგიკური   და   სოციალური   უნარების   განვითარება.                                                  3.    მათემატიკოდნის   პრაქტიკაში    გამოყენება.
წრის    მუშაობა    ჩატარდება    II    სემესტრის     განმავლობაში    და    იმუშავებს კვირაში    ერთხელ – პარასკევ    დღეს,   15   საათიდან    15.45 საათამდე.   წრეში   გაერთიანებულია   5    მოსწავლე.    V-VIII     კლასი
        
       წრის   სამუშაო   პროგრამა:

   N

წრის     მეცადინეობის   თემატიკა 
დროის    განრიგი
  1.
1.   საორგანიზაციო   ნაწილი.                                      2.  ყველაფერი   რიცხვებზე
01.02.2019
 
   2.
1.  ინფორმაციის მოძიება რიცხვებზე   ინტერნეტში,  მატემატიკურ   ენციკლობედიაში.  გაზეთის    სტატიებისთვის.

08.02.2019
   3.
  გაზეთის   გამოშვება  (გაფორმება,  ჩაწერა)
15.02 2019
 
   4.
1.   მონაცემები,    ანალიზი,    სტატისტიკა.                   2.   მონაცემებზე   დაყრდნობით  ცხრილების   შედგენა.

22.02.2019
   5.
Power  Point-ში   დიაგრამების  აგება
01.03.2019
   6.
,,ხანის   აკადემიაში“  ტესტების ამოხსნა   სტატისტიკაზე
15.03.2019
   7.
სიმეტრია    და   ხელოვნება.
22.03.2019
   8.
  ,,  Geogebra-ში“  სიმეტრიული   ფიგურების    აგება,   კოორდინეტების    მიხედვით. 
29.03.2019
   9.
ვისწავლოთ,   რებუსების    შედგენა   გამოცნობა.
05.04.2019
  10.
ლოგიკური  ამოცანების   ამოხსნის  მეთოდები
12.04.2019
  11.
მათემატიკური  გათვლები,  (როგორ  ანაწილებს დროს   რაციონალურად   საქმიანი   ადამიანი)
19.04.2019
  12.
გამოჩენილი   მათემატიკოსების   ბიოგრაფიების   შესწავლა.(  ალბერტ  აინშტაინი,    პითაგორა)
26.04.2019

  13.
პროექტის   ,,სინათლე   ჩვენს   ფანჯრებში“  მომზადება.(  ინტერნეტში,  ენციკლობედიაში,  სახელმძღვანელოებში   მასალების   მოძიება)
03.05.2019
  14.
Powe   Point-ში    სლაიდების   მომზადება.
10.05.2019
  15. 

   16
  მათემატიკური   ვიქტორინა.  მხიარული   ამოცანები.                                                                                 გაზეთის     ,,ჩემი   სკოლა,   ჩემი   სახლია“ გამოშვება.
17.05.2019     


24.05.2019
  17.
შემაჯამებელი    მუშაობა,  გავლილი  მუშაობის    შთაბეჭდილებები.
31.05.2019


სსიპ ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის   სოფ.ბოსტანის       საჯარო     სკოლის     მათემატიკის      წრის       ,,ჩვენ    და    მათემატიკა                                            

                                                                 1. წესდება
1.1  წრე დაფუძნებულია მეორე სემესტრის ვადით 
1.2  წრეს აქვს სახელწოდება,"ჩვენ   და მათემატიკ"
1.3 წრის იურიდიული მისამართისაქართველოამბროლაურის  რაიონი.სოფ.  ბოსტანა.

2წრეში გაწევრიანება :
2.1  წრის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.2  წრის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის/ V -VIII
კლასის მოსწავლერომელიც იზიარებს წრის მიზნებს.
2.3  წრის  წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს წრეს წერილობითი ფორმით (განცხადებით).
.2.4  წრის  წევრს  უფლება  აქვს   მიიღოს  ინფორმაცია   წრისა   და  მისი  საქმიანობის   თაობაზე.
2.5  წრის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა წრის საქმიანობაშიდაიცას           წესდების  მოთხოვნები,შეასრულოს   დავალებები   და   წრის  მიერ   მიღებული                 გადაწყვეტილებები.
2.6  წრის  წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით წრესთან ან სკოლის  ადმინისტრაციასთან  შეთნხმების  გარეშე.
2.7   წრე    პასუხისმგებელია  მისი  წევრის  მხოლოდ  იმ  საქმიანობაზე,  რომელიც              დაკავშირებულია წრის საქმიანობასთან.
2.8   წრის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევე    წრის საერთო კრების გადაწყვეტილებით  როდესაც  მისი  საქმიანობა ეწინააღმდეგება   წრის  მიზნებს  და უხეშად  არღვევს  აღნიშნული წესდების დებულებებს  და წრესთან   არსებობის ვადის გასვლის შემდეგ.
         
               3. წრის სტრუქტურამართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
3.1  წრე შედგება წრის წევრებისგანრომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ხუთი                      მოსწავლისა;
3.2 წრის  ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებშიხელმძღვანელობს  წრის საქმიანობას ერთპიროვნულად.
3.3 წრის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით:  დაამტკიცოს                  სამოქმედო გეგმადაამტკიცოს წრის წესდება,  აირიოს  ან ვადაე  ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
.
4. წრი მუშაობა
4.1  წრე იკრიბება არანაკლებ თვეში თხჯერგარდა დასვენებების პერიოდისა
4.2  წრის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესრება ევრთა არანაკლებ 3/4 ;

5. წრი რეორგანიია და საქმიანობის შეწყვეტა:
5.1  წრის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა    ხორციელდება ამ დებულებით .
5.2  წრის ლიკვიდაცია ხდება:
 -  სკოლის საერთო კრების  გადაწყვეტილებით -  მიზნების  არ   მიღწევის  შემთხვევაში

6დასკვნითი დებულება:
6.1   წესდება ძალაში შედის წრის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
6.2  ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების 
გადაწყვეტილებით.




მათემატიკის წრის მუშაობა სემესტრის განმავლობაში                                                               მოსწავლეებმა     მოიძიეს    მასალები     რიცხვებზე  ინტერნეტში,    მათემატიკურ    ენციკლოპედიაში    და         გამოუშვეს   გაზეთი  

            ,,ყველაფერი  რიცხვებზე"                                                                        

                          
                 მოსწავლეთა  შემოქმედება                                                                                                                ,,მზე   სიცოცხლის  წყაროა"



    პრაქტიკულ  ამოცანაზე მუშაობის  დროს






                            კომპიუტერის    საშუალებით    დიაგრამების    აგების  სწავლება   Power  Point-ში






              
                  ისევ  მუშაობის   დროს











                                  პრეზენტაცია----  დიაგრამების   გამოყენებით    ამოცანები   სტასტიკაზე













                         აინშტაინის   ბიოგრაფიის   გაცნობა  დამსწრე   საზოგადოებისთვის















    ვიქტორინა   ,,მხიარული  ამოცანები"










                                     წრის    შემაჯამებელი                         მუშაობის    პრეზენტაცია


   



           
           გაზეთის   გაფორმების  პროცესი
Add caption
          
         გაზეთი:,, ჩემი სკოლა ჩემი სახლია"





სემესტრის   განმავლობაში მოსწავლეების  მონაწილეობით გამოვიდა  ორი  გაზეთი







            

        წრის   მუშაობის    რეფლექსია


                   ( მათემატიკის  წრის  ,,ჩვენ  და  მათემატიკა“)
                                       
   
  საგნობრივი  წრე  მოიცავდა  ერთ  სემესტრს,  კერძოდ  2019 წლის 1 თებერვლიდან       31 მაისის  ჩათვლით.  მასში   გაერთიანებული  იყვნენ   V-VII-VIII   კლასის მოსწავლეები   საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა  მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების  შესაბამისობა    ესგ-_ის მოთხოვნებთან.
        წრის მეცადინეობის დაწყებამდე  კოლაში  გავაკეთე   განცხადება    საწრეო  მუშაობის  დაწყებასთან  დაკავშირებით,    შესაბამისი    მიზნებითა    და  მისაღწევი შედეგებით,   რასაც   გამოხმაურება   და   დაინტერესება   მოჰყვა   მშობელთაგან.   მათი განცხადების   საფუძველზე   კი   მოხდა  წრის  დაკომპლექტება   5   მოსწავლით.(ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია)
       
საქმიანობის   მოსწავლეთა   ინტერესებზე   მორგება    პრიორიტეტულ  საჭიროებად მივიჩნიეთ. ამ   მიმართულებით   ჩავატარე   ანკეტური   გამოკითხვა,    შევთავაზე სხვადასხვა    თემები    და    მივაწოდე    კომენტარი    რას   შეისწავლიდნენ,    როგორი აქტივობებით    და    რა   შედეგს    მიაღწევდენ. .
     
მოტივირებულ,   მაძიებელ    მოსწავლეებს   სჭირდებათ    დამატებითი   მუშაობა, კონკრეტული   მითითებები,   თანამშრომლობითი,   დამოუკიდებლი   აზროვნების, ძიების , დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება.)
     
პირველი   სამუშაო   შეხვედრის   დროს   ვისაუბრეთ   საწრეო   მუშაობის   როლსა და   მნიშნელობაზე  მოსწავლის ცხოვრებაში.   შევადგინეთ   შეხვედრების   გრაფიკი   და    შესასრულებელი   სამუშაოების   თემატიკა,   გავითვალისწინე    მოსწავლეთა ინტერესები,   ჩავინიშნე   მათი   მოთხოვნები,   რასაც    გავითვალისწინებ    მუშაობის პროცესში, პროგრამა   შეესაბამებოდა    ---     საჭიროებებს.
     
მათემატიკის   წრის    მთავარი    დანიშნულებაა   ნიჭიერ    მოსწავლეთა   გამოვლენა მათი   ცოდნის   გაღრმავება   და   კვლევითი   მუშაობის   განვითარება.       წრის ძირითადი    მიზანი    იყო   მოსწავლეებში    მათემატიკური      აზროვნების თვალსაწიერის    გაფართოება     დამოუკიდებლად    მუშაობის       უნარების ჩამოყალიბება.   მოსწავლეთა   ჩართვა   სწავლის     პროცესში,       ყოველდღიურ ცხოვრებაში     მათემატიკის     გამოყენების     აუცილებლობის     ჩვენება.
გათვალისწინებული     იყ 17     სამუშაო    შეხვედრა.      შევიმუშავე    პროგრამა                  და     დავადგინეთ    რომ     შევიკრიბოთ    კვირაში    ერთჯერ     გაკვეთილების  შემდეგ 1-საათით   და    ვიმუშავებდით    პროგრამი     გათვალისწინებულ   საკითხებზე. მუშაობა    დავიწყეთ     1 თებერვლიდან.     ხუთთვიანი    მუშაობა       საკმაოდ ეფექტური    გამოდგა.      მუშაობის    პროცესში     მოსწავლეებმა     შეძლეს    პროგრამით  გათვალისწინებული      საკითხების     ათვისება,       რომელი  ემსახურებოდა   არგუმენტირებული   მსჯელობის, დამოუკიდებელი       და   ანალიტიკური   აზროვნების    განვითარებას,    დასკვნების    გამოტანის,    შეფასების     თუ    სხვა     უნარ- ჩვევების      გამომუშავებას.
მუშაობის    პროცესში   გრაფიკი   და   პროგრამა  არ   შეგვიცლია.   მუშაობის პროცესში გამიკვეთა   რომ    რესურსები მრავალფეროვანი  იყო,  რაც  ეფექტურად  მუშაობდა  შედეგზე.    წრეზე  კარგად  შეისწავლეს  მოსწავლეებმა   ისტ-ის  პროგრამები.  მუშაობდნენ  პროექტებზე.   გამოვუშვით   ორი  გაზეთი.   ,,ყველაფერი  რიცხვებზე“    და   ჩემი  სკოლა,   ჩემი  სახლია“.
     
გამოკითხვის   შემდეგ   გამოვლინდა,  რომ   მოსწავლეებს    მოსწონთ    საწრეო მუშაობა,   ისინი  კმაყოფილებას   გამოხატავენ   შექმნილი   სამუშაო   გარემოსათვის, ამომწურავი   და გასაგები  ახსნისათვის,   გაუგებარი საკითხების შემთხვევაში, საინტერესო აქტივობებისათვის   და   საერთოდ   წრეობრივი   მუშაობის  შექმნისათვის. ანალოგიურად   მშობლებიც   კმაყოფილებით     შეხვდნენ   წრის    დაარსებას, აღნიშნავენ, რომ წრე იყო კარგად ორგანიზებულიკმაყოფილი  არიან   კურატორის მუშაობით , მათი   შვილი   სიამოვნებით  დადიოდა         დაგეგმილ მეცადინეობაზეუფრო    ხალისით    და    მონდომებით    მუშაობდა   ამ   კუთხით, რაც  აკადემიურ   მიღწევებზეც    აისახა.
       
ვიმედოვნებ    წრეში   მომუშავე    მოსწავლეები   მეტად   გაიღრმავებენ  ცოდნას   და    მათემატიკისადმი     ინტერესი    და     სიყვარული   ჩამოუყალიბდებათ.
       
სამომავლოდაც    გავაგრძელებ    მათემატიკური    ნიჭით    დაჯილდოებულ მოსწავლეებთან    დამატებით   მუშაობას.     მიღებული    ცოდნა      მოსწავლეებს დაეხმარებათ      შემდგომი     წარმატებისათვის
     

წრის   ხელმძღვანელი:       რუსუდან   ჯოხაძე                            










No comments:

Post a Comment